წინა ქსენოფობიური კამპანია როცა აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მაშინ ჩვენი მოწოდებების მიუხედავად 10 დღე დასჭირდა სახალხო დამცველს, ვიდრე განცხადებას გააკეთებდა ქსენოფობიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობაა, როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი, პირველივე წამებში, პირველივე დღეს უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველო. 10 დღეს დასჭირდა მაშინ, მარტში, ვიდრე გამოეხმაურებოდა. ახლაც, ჯერჯერობით მისგან არავითარი განცხადება მისგან არ გვესმის. ეს ადამიანი არის პირდაპირ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და იყო პირდაპირ ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება. ცდილობს პოლიტიკოსობას, რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს. 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ [პოლიტიკოსის] სტატუსს, რომელიც დღესაც აქვს არაფორმალურად“, - აცხადებს კობახიძე.