დიდუბის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სტანისლავსკის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება დაიწყო.
სამუშაოების შედეგად, გაფართოვდა ტროტუარი და მოეწყო ახალი ბორდიური, ახლა კი ასფალტის საფარი იგება. ტროტუარების მოასფალტების შემდგომ, პარკირების შეზღუდვის მიზნით, ტერიტორიაზე ბოძკინტები დამონტაჟდება და ხეები დაირგვება.
აღნიშნული პროექტი 410 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.