დიდუბის რაიონში, მე-100 საჯარო სკოლაში, საქართველოს სახალხო არტისტი ლეო ანთაძე მაყურებელს შეხვდა.
მსახიობმა მაყურებელს მონო-სპექტაკლი „ბახტრიონი“ და ასევე, სხვადასხვა სპექტაკლიდან ნაწყვეტები წარუდგინა.
შეხვედრა დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა და რაიონში არსებული სკოლების პედაგოგები და მსახიობის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.