გოგა ხაინდრავა აკია ბარბაქაძეს: გაგანია ომში მყოფი ქვეყანა 250 ათას კაცს, სამხედრო ნაწილებიდან შვებულებაში უშვებს? - პატრუშევმა მოგაწოდა ეს ცნობები, თუ სამალავში ზიხარ და იქიდან ითვლი?

გოგა ხაინდრავა აკია ბარბაქაძეს: გაგანია ომში მყოფი ქვეყანა 250 ათას კაცს, სამხედრო ნაწილებიდან შვებულებაში უშვებს? - პატრუშევმა მოგაწოდა ეს ცნობები, თუ სამალავში ზიხარ და იქიდან ითვლი?

რეჟისორი, გოგა ხაინდრავა ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, გენერალ აკია ბარბაქაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რაო აკია, პატრუშევმა მოგაწოდა ეს ცნობები, თუ სამალავში ზიხარ და იქიდან ითვლი? გაგანია ომში მყოფი ქვეყანა 250 ათას კაცს, სამხედრო ნაწილებიდან შვებულებაში უშვებს? შენ თუ დააფრთხობდი ეგრე მაგათ, რახან „ვაგნერი“ გამოგზავნეს!“, - წერის გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ გვერდზე.

აკია ბარბაქაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 250 000 რუსი შემოსული ტურისტის სახით, ეს არის სამხედრო ნაწილიდან შვებულებაში გამოშვებული ჯგუფი! სამოქალაქო ტანსაცმელში! შემოსულია კიბერშეტევების, ვაგნერის სპეცჯგუფები.