ვახტანგ მეგრელიშვილი დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე: აღნიშნული კანონის მიღება არის რეალური პრობლემისთვის თავის არიდების მცდელობა

ვახტანგ მეგრელიშვილი დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე: აღნიშნული კანონის მიღება არის რეალური პრობლემისთვის თავის არიდების მცდელობა

„გირჩის“ დეპუტატის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის ქართულ სინამდვილეში გადმოტანა „იდიოტობა“ იქნება.

როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, იმას, რაც უკრაინულ კანონში წერია, არაფერ კავშირშია საქართველოსთან და საქართველოს პრობლემატიკასთან.

„აღნიშნული კანონის მიღება არის რეალური პრობლემისთვის თავის არიდების მცდელობა. საქართველოს შემთხვევაში პრობლემა არის სულ სხვა და მას შეძლებული ადამიანების პოლიტიკაში მოსვლის შეზღუდვასთან კავშირი არა აქვს. ეს შეიძლება უკრაინის პოლიტიკასთან იყოს კავშირი, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის", - აცხადებს მეგრელიშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომლიც „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით დღეს შეიქმნა, პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, განხილული იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი.