ჯო ბაიდენმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი

ჯო ბაიდენმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს კალათბურთის ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი, რომელსაც რუსეთის სასამართლომ დღეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის.

„დღეს ამერიკის მოქალაქე ბრიტნი გრინერს პატიმრობა მიუსაჯეს, რაც კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცოდა: რუსეთმა არაკანონიერად დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია და მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ბრიტნი გრინერი და პოლ უილანი, რუსეთში დაკავებული კიდევ ერთი ამერიკელი, შეერთებულ შტატებში რაც შეიძლება მალე დააბრუნონ.

რუსეთში დაკავებულ კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრინერს, რომლის სამშობლოში დაბრუნებაზე ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს, სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
27 ივლისს, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს.

31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში.

2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.