„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო და არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო და არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ხაზს უსვამენ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ტაივანის სრუტეში და მის ფარგლებს გარეთ.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბოლოდროინდელი და გამოცხადებული მუქარით, რაც არასაჭირო ესკალაციის რისკს იწვევს. ტაივანის სრუტეში აგრესიული სამხედრო მოქმედების საბაბად ვიზიტის გამოყენებას გამართლება არ აქვს. ჩვენი ქვეყნების კანონმდებლებისთვის საერთაშორისო მოგზაურობა ჩვეულებრივი და რუტინული პროცესია. ჩინეთის ესკალაციური პასუხი დაძაბულობის გაზრდისა და რეგიონის დესტაბილიზაციის რისკს იწვევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთს მოუწოდებენ, ცალმხრივად არ შეცვალოს სტატუს-კვო ძალის გამოყენებით და არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრას.

„ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება, იმოქმედონ გამჭვირვალედ და შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.