ოლაფ შოლცი: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე მას ეს დასჭირდება

ოლაფ შოლცი: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე მას ეს დასჭირდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ გერმანია უკრაინისადმი სამხედრო მხარდაჭერას ამცირებს და პირობას დებს, რომ ქვეყანა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩვენ მივაწოდეთ [უკრაინას] რაც გვქონდა: ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემები, ნაღმები, ცეცხლსასროლი იარაღი, ტონობით საბრძოლო მასალა და არალეტალური იარაღი. ამის შემდეგ, გადავედით უფრო რთულ და დიდი ღირებულების სისტემებზე. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე მას ეს დასჭირდება“, - განაცხადა შოლცმა.