კალიფორნიაში კვლავ ტყის ძლიერი ხანძრებია

კალიფორნიაში კვლავ ტყის ძლიერი ხანძრებია

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. 48 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელების არეალმა 50 000 ჰექტარს გადააჭარბა, - ამის შესახებ BBC წერს.

ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. როგორც BBC იტყობინება, მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს კალიფორნიის შტატში გაჩენილი ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

შტატის ზოგიერთ დასახლებაში დაიწვა სახლები და საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას.

ხანძრის სწრაფად გავრცელების წინაპირობებად ექსტრემალური გვალვა, მაღალი ტემპერატურა და ქარი სახელდება.

2019 წელს კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრების სერია იყო. აშშ-ს სატყეო სამსახურის მონაცემებით, ამ წელს ტყის 7,860 ხანძარი დაფიქსირდა, საერთო ჯამში, 259,823 ჰექტარი დაიწვა.