ვერ ვიგებდი რას აკეთებდა საერთოდ, მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რას შვრებოდა არ მესმის, - ამის შესახებ პარტია ,,კანონი და სამართლის’’ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „იმედის კვირასთან“ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
„სტრატეგიულად, რაც მელიამ დაგეგმა, არ იყო ეს სწორი სტრატეგია. აქ არის ორი ვარიანტი, რომ მას არ აქვს ნიჭი დიდი პოლიტიკოსისა ან მეორე ვარიანტი, უბრალოდ არ ვიმეტებ მეორე ვარიანტისთვის - ამხელა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო თავისი დაფინანსებით და ყველაფრით და ალბათ მშვენივრად გრძნობდა თავს, მაგრამ, ამისთვის არ ვიმეტებ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.