მიხეილ სარჯველაძე „ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე: მე არ ვარ აღფრთოვანებული მათი გადაწყვეტილებით

მიხეილ სარჯველაძე „ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე: მე არ ვარ აღფრთოვანებული მათი გადაწყვეტილებით

მე არ ვარ აღფრთოვანებული მათი გადაწყვეტილებით, რადგან მიმაჩნია, რომ მათ სათქმელზე შეიძლება ზედმეტი გართულებული ფორმების გარეშე, დაზოგვითი ფორმების გამოყენებით საუბარი და დისკუსია. მე არ მომწონს მათი გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, [მათ გადაწყვეტილებას] პატივისცემა სჭირდება, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ მმართველი გუნდიდან გასული დეპუტატების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ყოფილი თანაგუნდელების წერილებზეც ისაუბრა, რომლებითაც ისინი აშშ-ის ელჩს მიმართავენ.

„რაც შეეხება წერილებს, ჩემთვის ეს კომუნიკაციის რელევანტური ფორმა არ არის. იმიტომაც არ ვარ იმ ჯგუფთან ერთად. მე მგონი სხვა ტიპის რიტორიკა სჭირდება ამ ყველაფერს. ვფიქრობ, ის კითხვები, რომლებსაც სოზარი და მისი თანაგუნდელები ახმოვანებენ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც ჰქონდა. რა საკვირველია, ამაზე გახსნილ საუბარს თავისი დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს, თუმცა მე მაინც ვამჯობინებდი, რომ ეს არ იყოს ასე საჯაროდ გამოტანილი, იმიტომ რომ ამას ბევრი ცუდი, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.