მიხეილ სარჯველაძე: ვინც საქართველოს გულშემატკივარია, გაავლოს წითელი ხაზები და თქვას, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაერთოს

მიხეილ სარჯველაძე: ვინც საქართველოს გულშემატკივარია, გაავლოს წითელი ხაზები და თქვას, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაერთოს

დასავლეთ ევროპაში, აშშ-სა და საქართველოში არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ გათვლა, რომ უკეთესი იქნება თუ საქართველო ომს დაიწყებს, - ამის შესახებ მიხელ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წეევრმა აღნიშნა, რომ მას არასდროს უთქვამს, რომ დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა.

„საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე კითხვები იყო: ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება ეს სურდეს. ეს აზრები გამწვავდა, როდესაც დოლგოვის განცხადება ნახეს რომელიც ამას იძახის, ან კიდევ ვიღაც ევროპელი პოლიტიკოსის, რომელიც კითხულობს: რა მოხდება რომ ცხინვალში ტანკებით დავიძრათ, ეს აშფოთებს საქართველოს მოსახლეობას. ამაზე რომ კითხვები ისმევა, ამიტომ ამაზე უმჯობესია, რომ ვინც საქართველოს გულშემატკივარია, ყველამ, გაავლოს წითელი ხაზები და თქვას, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაერთოს. საქართველოს მოსახლობის არ მეგულება ადამიანი, რომელიც ფიქრობდეს, რომ საქართველოსთვის ომის გამოცხადება ახლა კარგი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.