გიორგი მელაშვილი: ძალიან კარგია, რომ მმართველ გუნდს აქვს პოზიცია, რომ დასავლეთს არ უნდა ომი. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით

გიორგი მელაშვილი: ძალიან კარგია, რომ მმართველ გუნდს აქვს პოზიცია, რომ დასავლეთს არ უნდა ომი. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით

ძალიან კარგია, რომ მმართველ გუნდს აქვს პოზიცია, რომ დასავლეთს არ უნდა ომი. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ აუცილებელია, რომ ამ დამოკიდებულებას მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები, - ასე აფასებს „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ წარმომადგენელი გიორგი მელაშვილი დავით მათიკაშვილის განცხადებას თბილისში გამოჩენილი ბანერების შესახებ. მან ბანერების განთავსების მიზეზებზეც ისაუბრა.

„ბანერების განთავსება თბილისის მეტროში არის ერთგვარი მესიჯი, შეხსენება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის - ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ არის ჩვენი მტერი. დღევანდელ პირობებში ანტიდასავლური ჯგუფები მოქმედებენ თავისუფლად ჩვენს სამშობლოში, რაც არის ძალიან ცუდი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტორი არის დასავლეთი. ამიტომაც, მნიშვნელოვანია დასავლეთთან მუდმივად გვქონდეს ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას.

დღეს დედაქალაქში გამოჩნდა ბანერები წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. ინიციატორი „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ არის, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.