მიხეილ სარჯველაძე: ვერ ვხედავ ტენდენციის დასაწყისს და სტარტს, რომ შეიძლება საქმე უმრავლესობის დაშლამდე მივიდეს

მიხეილ სარჯველაძე: ვერ ვხედავ ტენდენციის დასაწყისს და სტარტს, რომ შეიძლება საქმე უმრავლესობის დაშლამდე მივიდეს

მე ვერ ვხედავ დიდი ტენდენციის დასაწყისს და სტარტს, რომ შეიძლება საქმე უმრავლესობის დაშლამდე მივიდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

​„მე არ მაქვს განცდა, რომ უმრავლესობაში შეიძლება არსებობდნენ კიდევ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სურვილი, რომ პარტიიდან გასულ ოთხ დეპუტატს შეუერთდნენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გურამ მაჭარაშვილმა „ქართულ ოცნება“ დატოვა და სუბარს, ხუნდაძეს და ყაველაშვილს შეუერთდა.