მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: ვხედავ მცდელობებს, რომ სახე შეინარჩუნონ და ახალი ვარიანტი გააჩინონ საიმისოდ, რომ სასჯელს გვერდი აუარონ

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: ვხედავ მცდელობებს, რომ სახე შეინარჩუნონ და ახალი ვარიანტი გააჩინონ საიმისოდ, რომ სასჯელს გვერდი აუარონ

ვხედავ მცდელობებს, რომ სახე შეინარჩუნონ და ახალი ვარიანტი გააჩინონ საიმისოდ, რომ ისევ და ისევ სასჯელს გვერდი აუარონ, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძე „ქრონიკასთან“ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია.

„ვფიქრობ, ეს ნაბიჯი პოლიტიკური დისკუსიების დაწყებისთვისაა გამიზნული. ამას არც დამაჯერებლობა, არც არგუმენტაცია და არც რელევანტურობა აქვს, რომ რაღაცის სანაცვლოდ მაგიდაზე დაიდოს. ის გარემოება, რომ სააკაშვილის ახლო გარემოცვის ადამიანები საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ, მიუთითებს იმაზე, რომ ეს დამაჯერებელი და გულწრფელი ნათქვამი არაა.

საქართველოში პოლიტიკოსობაზე ხელის აღება სადღაც საავადმყოფოში გადაყვანის საპირწონდეს არ შეიძლება არ განვიხილოთ. რაც არ უნდა მოხედეს, მას, როგორც პატიმარს აქვს უფლებები, რომელიც ერთგვაროვნად იქნება დაცული იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას განაცხადებს ის,“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. სააკაშვილის მეორე ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.