ანდრეა ბელოტი

ანდრეა ბელოტი "რომაში" გადადის

„რომა“ იტალიის ნაკრების თავდამსხმელის ანდრეა ბელოტის ტრანსფერთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, 2 წლის ფორვარდი თანახმაა კარიერა „ჯალოროსიში“ გააგრძელოს.

ჯერჯერობით კონტრაქტის დეტალები უცნობია, მაგრამ ბელოტი თავისუფალი აგენტია და რომაელებს უფასოდ შეუერთდება.

ანდრეა ბელოტიმ კარიერა „ალბინოლეფეში“ დაიწყო, შემდეგ „პალერმოში“ ითამაშა, ხოლო 2015 წლიდან „ტორინოს“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 251 შეხვედრაში 113 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 44 შეხვედრაში 12 გოლია, გასულ წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.