მოლდოვის პრემიერი: უკრაინაში ომის გამო, მოლდოვისთვის რისკები კვლავ მაღალია

მოლდოვის პრემიერი: უკრაინაში ომის გამო, მოლდოვისთვის რისკები კვლავ მაღალია

მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის 60 დღით გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება სპეციალური უფლებამოსილებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგების მოსაგვარებლად.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ პარლამენტარებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის მუდმივ რისკებსა და უკრაინიდან ლტოლვილთა ნაკადის მართვის აუცილებლობას.

„უკრაინაში ომის გამო, მოლდოვისთვის რისკები კვლავ მაღალია. მთავრობას დამატებითი უფლებამოსილებები სჭირდება“, - აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.