ემანუელ მაკრონი: რუსეთი სურსათსა და ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს

ემანუელ მაკრონი: რუსეთი სურსათსა და ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს

კამერუნში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი გლობალურ სასურსათო კრიზისს იარაღად იყენებს.

„ზოგიერთები გვადანაშაულებენ, რომ ევროპის სანქციები [რუსეთზე] გლობალური სასურსათო კრიზისის მიზეზია, მათ შორის აფრიკაში. სრულიად ტყუილია. რუსეთი სურსათსა და ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს. [...] ჩვენ უნდა დავეხმაროთ აფრიკის კონტინენტს, რათა მეტი აწარმოოს საკუთარი თავისთვის“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.