რუსეთში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა

რუსეთში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა

რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში ეკლესიას მეხი დაეცა და დაიწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ტუიმაზის რაიონის სოფელ ვოზდვიჟენკაში მოხდა.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, მეხი ეკლესიის გუმბათს დაეცა, რამაც ხანძარი გააჩინა.

ხანძრის ქრობის პროცესში 25 მეხანძრე და 9 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.