მოლდოვის პრემიერ-მინისტრი: მოლდოვაში რუსეთის შეჭრის რისკი არსებობს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი: მოლდოვაში რუსეთის შეჭრის რისკი არსებობს

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობას მოლდოვაში რუსების შეჭრის ეშინია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ. ამის რისკი არსებობს. ეს ჯერ კიდევ ჰიპოთეტური სცენარია, თუმცა, თუ საომარი მოქმედებები გადაინაცვლებს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ოდესისკენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვაღელვებს", - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

ნატალია გავრილიცას თქმით, მისი ქვეყანა ერთადერთი არ არის, რომელსაც რუსეთის შეჭრის გამო შეშფოთების საფუძველი აქვს.

„ძალიან რთული ვითარებაა არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ეყრდნობა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მოლდოვა უკრაინის შემდეგ ეკონომიკურად ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ამ ომისგან. ჩვენ ვხედავთ ძალიან მაღალ ინფლაციას. ივნისში ინფლაციამ 32% შეადგინა“, - აღნიშნა მან.