კომენტარი საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილ ვიდეო მასალაზე (ვიდეო)

კომენტარი საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილ ვიდეო მასალაზე (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამეგრელოში საიდუმლო სამალავებში აღმოჩენილ ვიდეო მასალების თემას გამოეხმაურა.

„საქართველოში იქმნებოდა მასიური სადიზმის ინსტიტუტები. ჩემი აზრით აუცილებელია სამაგალითოდ გასამართლდეს მთელი ეს პროცესი, ინსტიტუტები, რომელიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. ჩემი აზრით, არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, მთელი კაცობრიობისთვის ეს არის მინიშვნელოვანი, რომ ყველამ იცოდეს, როგორ ჩამოყალიბდა ასეთი მასიური სადიზმის ინსტიტუტები, რათა მომავალში არც ერთმა საზოგადოებამ, არც ქართულმა და არც სხვამ ამგვარი მასიური ძალადობის და ასეთი სისტემის შექმნის პრევენცია მოახერხოს. ბუნებრივია ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არა მარტო ვანო მერაბიშვილის, მაშინდელი პრეზიდენტისაც, რომ ასეთი მასიური ტერორის და სადიზმის ინსტიტუტები შეიქმნა ქვეყანაში."