ირაკლი კობახიძე: დელეგაციის წინაშე განვმარტეთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ის გამოიყენება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის

ირაკლი კობახიძე: დელეგაციის წინაშე განვმარტეთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ის გამოიყენება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის

დელეგაციის წინაშე ჩვენ განვმარტეთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციასთან, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს რეზოლუცია გამოიყენება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები მხედველობაში იქნება მიღებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი“, - განაცხადა კობახიძემ.