არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციას, სამუშაო პროცესში ჩაერთოს - თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა პირველ რიგში მათ აზიანებს

არჩილ თალაკვაძე: მოვუწოდებთ ოპოზიციას, სამუშაო პროცესში ჩაერთოს - თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა პირველ რიგში მათ აზიანებს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, ჩაერთოს სამუშაო პროცესში, ვინაიდან თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა აზიანებს პირველ რიგში, მათ და რა თქმა უნდა, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე.

მისი თქმით, თბილისში, ევროპარლამენტარების დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკავშირმა მიიღო.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენ ევროპელ კოლეგებთან. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებამ შექმნას სათანადო ფორმატები. ჩვენ გვაქვს უკვე შექმნილი სამუშაო ჯგუფი და სამუშაო პროცესი. პირდაპირი გზავნილი იყო ოპოზიციის მიმართ, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესებში და უნდა ჩაერთოს ფორმატებში. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო პოლიტიკას, მხარს უჭერს ევროპულ, მშვიდ, საქმიან პოლიტიკას საქართველოში და არა ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია გახლავთ. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირთან ერთად, ჩვენ წარმატებით შევასრულებთ ყველა იმ პირობას, რომელზეც სამუშაო პროცესი უკვე დაგეგმილია. ირაკლი კობახიძემ გეგმა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით წარადგინა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, ჩაერთონ პროცესში, ვინაიდან თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა აზიანებს პირველ რიგში, მათ და რა თქმა უნდა, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.