კელი დეგნანი:  ბატონ ივანიშვილს არ შევხვედრივარ საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, ყველა შეხვედრისას ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში

კელი დეგნანი: ბატონ ივანიშვილს არ შევხვედრივარ საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, ყველა შეხვედრისას ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში

მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, ყველა შეხვედრისას მე ყოველთვის ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში, საქართველოს მთავრობასთან მუშაობის სურვილში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის, არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ.

კელი დეგნანის თქმით, მისთვის გასაკვირია, რატომ აკეთებს დეპუტატი ამგვარ განცხადებას, რომელიც არაფერს ეფუძნება.

„როდესაც ამის შესახებ სამშაბათს მკითხეს, არ მქონდა წაკითხული კომენტარები. არ მიყვარს კომენტარის გაკეთება მაშინ, როდესაც ფაქტები არ მესმის, ზოგიერთისგან განსხვავებით, ვისაც მოსწონთ კომენტარების კეთება ინსინუაციებზე, სპეკულაციებსა და ჭორებზე დაყრდნობით, თუმცა ახლა შემიძლია, ვთქვა, რომ მე არ შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს საკმაოდ დიდი ხანია. საქართველოში ჩემი ყოფნის ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ყველა შეხვედრისას მე ყოველთვის ვარწმუნებდი მას საქართველოს მოსახლეობისადმი აშშ-ის სრულ მხარდაჭერაში და საქართველოს მთავრობასთან მუშაობის სურვილში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არც ერთი ამ შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის დაშანტაჟება. რაც მარტივია, მე ვარ დიპლომატი და შესაბამისად, ამას შეუარცხყოფად არ მივიღებ, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ეს არ არის სიმართლე. უნდა ვთქვა, რომ ცოტა მიკვირს, რატომ აკეთებს ეს დეპუტატი ამ განცხადებას, რომელიც არაფერს ეფუძნება, ვინაიდან მე მას არ ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ის არ მონაწილეობდა ბატონ ივანიშვილთან რომელიმე ჩემს შეხვედრაში. ასე რომ, მე ცოტა გაკვრივებული ვარ მისი მოტივით ამ განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს განაცხადა: „იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი“.

Aburjga Tasmanieli საიდან ამდენი უკიდეგანო, უანგარო ზრუნვასაქართველოზე, რამ განაპირობა თქვენი ეგზომ უკიდეგანო თავგადადება საქართველოს "სწორ გზაზე" დასაყენებლად? და რა არის ეს სწორი გზა, ლგბტ მიმღებლობის დანერგვა ქართული ტრადიციული ურთიერთობების ნაცვლად, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ამრიგად ქართული ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მორღვევა? ჩვენი რელიგია, მართლმადიდებლური ქრისტიანობა ჰომოსექსუალიზმს ცოდვათა შორის უსაშინელეს ცოდვად მიიჩნევს. თუ საქართველოში ჰომოსექსუალური ოჯახები დაკანონდება ეს ხომ ჩვენ რწმენზე უარის თქმა გამოდის? გვითხარით ერთი რატომ ხართ ასე ძალიან მონდომებული, რომ 2 ათასი წლის ნაერთგულევი მართლმადიდებლობა დავაგდოთ და ჰომოსექსუალიზმის ჭაპანს შევუდგეთ?! სიტყვით კი ამბობთ, რომ ჩვენ არ ვცდილობთ თქვენს ომში ჩაბმასო, მაგრამ თქვენ საქიმით ისე იქცევით ყველაფერი ნათელი ხდება - ძალიან დიდი მონდომებით გვიკირკიტებთ, მტარვალობთ, რომ როგორმე რუსეთთან ომში ჩაგვაბათ! ყველა ღონეს ხმარობთ ამისათვის, ყველა დაუშვებელ ფანდს იყენებთ! იმედი არ გქონდეთ, ვერც სახელმწიფო გადატრიალებას მოგვიწყობთ, ვერც დაგვაბოლებთ! წადით,წადით თქვენს ლამაზ და მაძღარ ქვეყნებს მიხედეთ, რომლებიც ასეთნაირად მსოფლიოს, დიდწილად კი რუსეთის ძარცვით ჩამოყალიბდნენ! წადით, წადით ... მითუმეტეს აქ საქართველოში გასაძარცვიც არაფერია დარჩენილი!
2 წლის უკან