გიორგი ვოლსკი: ჩანს, პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო კომიტეტები 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია მუშაობს

გიორგი ვოლსკი: ჩანს, პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო კომიტეტები 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია მუშაობს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი არშემდგარ სესაიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, პრეზიდენტს სავარაუდოდ, არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, რადგან პარლამენტში კომიტეტები 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად დიდი ხანია უკვე მუშაობს.

„საინტერესო იყო პრეზიდენტის განცხადება - იმის გამო მოიწვია პლენარული სხდომა, რომ მუშობის დაწყება უნდა 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც საშინაო დავალება შესასრულებელი. ჩანს, არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტები უკვე დიდი ხანია მუშაობს. რასაკვირველია, საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის ჩვენ მომზადებული შევხვდებით. დღის წესრიგის გარეშე პლენარული სხდომის მოწვევა არც პოლიტიკურად და რაც მთავარია, არც რეგლამენტის მიხედვით, სწორი არ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.