საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ელიტამ გვერდით გადადოს პარტიის შეხედულებები და იმუშაოს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ლეგიტიმური მისწრაფებების მიღწევის მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა.
„აქ იმისთვის ვართ, რომ შევაფასოთ ვითარება არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით მუშაობაზე, ასევე რეგიონული ვითარება და საქართველოში არსებული პოლიტიკური მოვლენები. ეს რეგიონში ჩვენი ვიზიტის ნაწილია. ვფიქრობ, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ელიტამ გვერდით გადადოს პარტიის შეხედულებები და იმუშაოს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ლეგიტიმური მისწრაფებების მიღწევის მიმართულებით, რომ ოცნება ევროკავშირის წევრს სახელმწიფოობაზე რაც შეიძლება მოკლე დროში იქცეს რეალობად. მზად ვართ მოგაწოდოთ საუკეთესო რჩევები, რაც შეგვიძლია, თუმც საბოლოოდ ქართულ პოლიტიკურ კლასზეა დამოკიდებული ქართველი ხალხის ოცნებების უზრუნველყოფა“, - განაცხადა მიქსერმა.
საქართველოში ევროპარლამენტის წევრები იმყოფებიან. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ისინი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს ხვდებიან.