პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა.

აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა  თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრა გამართა.