დღეს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ლეონიდ კოჟარას უმასპინძლა.
ბიძინა ივანიშვილი პირისპირ შეხვდა ლეონიდ კოჟარას, სადაც განიხილეს ქართულ-უკრაინული ურთიერთობების საკითხები. პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, შედგა გაფართოებულ შეხვედრა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და უკრაინული დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების სპექტრი, მათ შორის კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის თემები. საუბარი შეეხო ეუთო-ში უკრაინის თავმჯდომარეობის კონტექსტში საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს.