მამა ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როგორ შეიძლება გვქონდეს განწყობა, რომ რუსეთთან ყოფნა ჯობია?

მამა ანდრია ჯაღმაიძე: როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როგორ შეიძლება გვქონდეს განწყობა, რომ რუსეთთან ყოფნა ჯობია?

როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როდესაც რუსეთი გვეუბნება, რომ ჩვენი იურისდიქცია მათ მიერ ოკუპირებამდე არსებულ ტერიტორიაზე აღიარებულია და მიუხედავად ამისა, ჩვენ შეზღუდულები ვართ იქ რაიმე მსახურება შევასრულოთ და პირიქით, ვხედავთ, რომ შეუფერებელი განცხადებებია - მილოცვები არჩევნებში გამარჯვებული დე-ფაქტო ლიდერების მიმართ, იქ სასულიერო პირები ჩადიან, მსახურებას აღასრულებენ, როგორ შეიძლება ამ ფონზე გვქონდეს განწყობა, რომ რუსეთთან ყოფნა ჯობია? - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მან ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადრე ევროკავშირის წარმომადგენლები საპატრიარქოში გამართულ შეხვედრებზე ამბობდნენ, რომ ევროკავშირში შესვლა ტრადიციების უგულებელყოფას არ ნიშნავს და ამ ფონზე პატრიარქს არაერთი განცხადება გაუკეთებია, რომ ევროპული სტრუქტურები საქართველოს არჩევანია.

„მაგრამ, სამწუხაროდ, დამოკიდებულება შეიცვალა. ბოლო დროს, ევროპის ქვეყნების ელჩებმა სხვა პოზიცია დააფიქსირეს და ლგბტ-უფლებები და ე.წ. მსვლელობები და მარშები ამის აუცილებელ პირობად გახადეს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

Aburjga Tasmanieli მამაო, ჩვენ ვისაც რუსეთთან მეგობრობა გვირჩევნია მტარვალ, ბილწ, დაცემულ კოლექტიურ დასავლეთთან მეგობრობას, რომელიც უკვე დიდი ხანია გადაიზარდა საქართველოსადმი კოლონიურ, შეურაცმხყოფელ დამოკიდებულებაში, გვაქვს საფუძვლიანი შინაგანი რწმენა, ვითვალისწინებთ ურთიერთობის ისტორიას და ამიტომ დარწმუნებული ვართ ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი და კიდევ მრავალი სხვა პრობლემა რომელიც დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს არის რეალურად მოგვარებადი უმოკლეს დროში, თუ იქნება საქართველოს ხელისუფლების ნება! ამ ნების პირველი გამოხატულება უნდა იყოს ულტიმატუმი კოლექტიური დასავლეთის მიმართ, ან 1 თვის განმავლობაში მიგვიღეთ ნატოში და ევროკავშირში (არავითარი კანდიდატობა და სხვა ასეთი მაიმუნობა) ან მოკარით თქვენი ბარგი-ბარხანა და მიბრძანდით იქ საიდანაც მოსულხართ!
2 წლის უკან