ვატო შაქარიშვილი გოგაშვილზე: როგორც ჩანს, მან პირადი შურისძიება საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დააყენა და ჩაერთო იმ ბინძურ სქემაში, რომელსაც „ნაცმედია“ საქართველოში წლებია ახორციელებს

ვატო შაქარიშვილი გოგაშვილზე: როგორც ჩანს, მან პირადი შურისძიება საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დააყენა და ჩაერთო იმ ბინძურ სქემაში, რომელსაც „ნაცმედია“ საქართველოში წლებია ახორციელებს

ერთხელ და სამუდამოდ უნდა აეხადოს ფარდა ე.წ. კრეპსების და საიდუმლო ფაილების დაუსრულებელ ისტორიას, - ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა „იმედის კვირასთან“ სოსო გოგაშილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვადევნებდით თვალ-ყურს როგორ იზოგავდნენ ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა სკანდალურ ინფორმაციას, როგორ ატყუებდნენ საზოგადოებას, როგორ იგონებდნენ, როგორ ქმნიდნენ ფეიკ ნიუსებს და ამით ცდილობდნენ საზოგადოებრივ პროცესებზე ნეგატიური გავლენის მოხდენას. სამწუხაროა, ამ ყველაფერში ყოფილი მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირის მონაწილეობა. როგორც ჩანს, მან პირადი შურისძიება საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა დააყენა და ჩაერთო იმ ბინძურ სქემაში, რომელსაც „ნაცმედია“ საქართველოში წლებია ახორციელებს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. პროკურატურამ მას ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე წარუდგინა.