მიხეილ სარჯველაძე ელენე ხოშტარიაზე: როგორც წესი, ასეთ დროს გაკეთებული ფინანსური ანაზღაურება ინიღბება-ხოლმე და სხვა ტიპის, ვითომ ლეგალური საზღაურის ფორმა ეძლევა

მიხეილ სარჯველაძე ელენე ხოშტარიაზე: როგორც წესი, ასეთ დროს გაკეთებული ფინანსური ანაზღაურება ინიღბება-ხოლმე და სხვა ტიპის, ვითომ ლეგალური საზღაურის ფორმა ეძლევა

უნდა მკაფიოდ დასაბუთდეს, რომ მაგალითად, გადმორიცხული თანხის სიდიდე, ნორმისგან აცდენილი არ არის, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, როგორც წესი, ასეთ დროს გაკეთებული ფინანსური ანაზღაურება ინიღბება-ხოლმე და სხვა ტიპის, ვითომ ლეგალური საზღაურის ფორმა ეძლევა.

„სხვა ტიპის ურთიერთობა არსებობს, ისეთი, რომლის გამოჩენასაც, რა თქმა უნდა, ყველა ითაკილებდა და ამაზე ღიად საუბარს მოერიდებოდა. როგორც წესი, ასეთ დროს გაკეთებული ფინანსური ანაზღაურება ინიღბება-ხოლმე სხვა ტიპის, ვითომ ლეგალური საზღაურის ფორმა ეძლევა ამას და შესაბამისად, კითხვები ამასთან დაკავშირებით გაჩნდა. ამაზე არგუმენტებია მისაწოდებელი და არამხოლოდ ის, რომ სამი გადარიცხვა შესრულდა, ხელშეკრულება დადებულია და ასე შემდეგ. უნდა მკაფიოდ დასაბუთდეს, რომ მაგალითად, თანხის სიდიდე, ნორმისგან აცდენილი არ არის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

Fact Check-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, დადასტურდა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან სოლიდურ თანხებს ნამდვილად იღებს.

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია იმავე დღეს დაადასტურა.

5 ივლისს „ქრონიკამ“ მორიგი ექსკლუზივი გაავრცელა - რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით ელენე ხოშტარიას ოჯახმა სოფელ ორბეთში მიწის ნაკვეთი იყიდა.