ლაშა ჩხიკვაძე: არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე ვარ. გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგაც მიდიოდა ენით აუწერელი ზეწოლა და ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების

ლაშა ჩხიკვაძე: არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე ვარ. გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგაც მიდიოდა ენით აუწერელი ზეწოლა და ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების

„იმედის კვირამ“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ განმარტა თუ რატომ გადაწყვიტა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის დეტალების გასაჯაროება. მისი განმარტებით, მას შეცდომად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან დუმილის პოლიტიკა, როდესაც ზეწოლის შემცველ განცხადებებს ევროპარლამენტარები ავრცელებენ.

„სამწუხაროდ, ასე მომიწია, რომ არაერთი ე.წ. გახმაურებული საქმის მოსამართლე ვარ. გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგაც მიდიოდა ენით აუწერელი ზეწოლა და ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების. ასეთი ფორმა ნებისმიერი პირის მიმართ ჩემთვის მიუღებელია“, - აცხადებს ჩხიკვაძე.

მოსამართლე ფიქრობს, რომ ამ შეურაცხმყოფელ სპეკულაციებს მისი რეპუტაციის და ოჯახის მიმართ წერტილს ამ შემთხვევაში აშშ-ს საელჩოს მკაფიო პოზიცია დაუსვამდა, სადაც გარკვევით იქნებოდა ნათქვამი ეხება თუ არა მისი აშშ-ში ვიზიტიდან ჩახსნა ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს და არის თუ არა ეს სანქცია. თუმცა არ იცის, რატომ ვერ იღებს საელჩოსგან განმარტებებს.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

„რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რა ეჭვებია ჩვენი მხრიდან და ასევე რა მოთხოვნებია. მე არ მინდა ახლა სპეკულირება, თუ როგორი იქნება შედეგი. ივანიშვილსა და ნიკას შორის არიან მოსამართლეები და მათაც უნდა იფიქრონ, როგორი მომავალი უნდათ რომ ჰქონდეთ დემოკრატიულ საქართველოში, რომელიც მტკიცედ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა.