პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდზე: რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებენ, რომ ვალდებულებები არ შეასრულონ

პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდზე: რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებენ, რომ ვალდებულებები არ შეასრულონ

შედგება თუ არა პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესია, - ეს ხვალ გაირკვევა. საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელონ და ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღონ. რიგგარეშე სხდომა გახსნილად, რომ გამოცხადდეს, მას 76 დეპუტატი მაინც უნდა ესწრებოდეს.

„არ ველოდები „ქართული ოცნებისგან“, რომ ხვალ ბიუროს ჩაატარებენ და კვორუმი იქნება, ან სესიაზე შექმნიან კვორუმს. რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებენ, რომ არ შეასრულონ ვალდებულებები, ევროკავშირის რეკომენდაციები. მათ არ სჭირდებათ ამ რეკომენდაციების შესრულება, რადგან პროცესის ინტეგრაცია არ უნდათ. ეძებენ არა საშუალებას, რომ შევიდეთ [ევროკავშირში] არამედ, ეძებენ მიზეზებს, რომ გვითხრან უარი ამ ინტეგრაციის პროცესზე“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საკითხის კომენტირებისას.

Aburjga Tasmanieli რა ვალდებულებები, საიდან რისთვის და ვინ დაგვავალდებულა?! კრიმინალური გარჩევა იყო, საქართველო მონაწილეობდა?! რას ბოდავ თუ კაცი ხარ, ცოტა ჭკუა დაატანე ნალაპარაკევს?! თუ ამ თახსირ დასავლეთს კავკასიაში საქართველო ან პლაცდარმად ან სხვა ჩემთვის უცნობი მიზნებისათვის ესაჭიროება, მაშინ ვალდებულებები თითონ უნდა აიღონ და შეასრულონ! ოღონ ეს ვალდებულებები რაღაც ლაპარაკი, დაპირებები და სხვა ინდაურის საკენკი კი არ უნდა იყოს, არამედ მატერიალური, ფინანსური, ხორცშესხმული ვალდებულება! გაიგე შვილო?! მეტი არაა ჩვნი მტერი!
2 წლის უკან