გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს. როგორც „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, შესაძლოა ევროკომისიაში მიიჩნიეს, რომ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად 6 თვე ცოტაა.
„შეიძლება დაინახეს, რომ 6 თვიდან ერთი თვე გავლიეთ ჩხუბში და აყალმაყალში და შეიძლება ეს იყოს მიზეზი. შეიძლება 6 თვე ამ რეფორმებისთვის ცოტა დროდ მიჩნიეს. შემოკლებულ დროს ვიღაცები იყენებენ იმის საჩვენებლად, რომ აი - ძალიან ცოტა დრო მოგვცეს, უნდათ რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთო“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ.