ირაკლი კობახიძე ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ კითხვაზე:  თუ ვინმე ამას გააკეთებს, ეს ძალიან უხეში შეცდომა იქნება და რა თქმა უნდა, შეცდომა მისი ავტორებისთვის შედეგებს გამოიღებს

ირაკლი კობახიძე ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ კითხვაზე: თუ ვინმე ამას გააკეთებს, ეს ძალიან უხეში შეცდომა იქნება და რა თქმა უნდა, შეცდომა მისი ავტორებისთვის შედეგებს გამოიღებს

თუ ვინმე ამას გააკეთებს, ეს ძალიან უხეში შეცდომა იქნება და რა თქმა უნდა, შეცდომა მისი ავტორებისთვის შედეგებს გამოიღებს, - ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესების თაობაზე დასმულ კითხვას.

კობახიძეს შეფასების გაკეთება ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე სთხოვეს, რომლის თანახმად, “ძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი. საუბარი, რომ სადმე სხვაგან, სანქციის სახით ივანიშვილის უფლებები შეიბოჭება, საფუძველს მოკლებულია“.

კობახიძემ დღეს კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლიგარქები რადიკალური ოპოზიციის მხარეს არიან.

„ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები მხოლოდ ოპოზიციის მხარეს არიან. ესენი არიან სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე.

შესაბამის კანონპროექტზე მსჯელობა გვექნება და საჭიროებისამებრ ნაბიჯები გადაიდგმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.