სალომე სამადაშვილი: ჩვენ დღის წესრიგის კონკრეტულ ჩამონათვალს დავდებთ და „ქართულმა ოცნებამ“ კითხვას პასუხი უნდა გასცეს - აპირებს თუ არა ის, მხარი დაუჭიროს ამ დღის წესრიგს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა,ს ალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ეს არის ჩვენი ამოცანა, ანუ ეს არ არის პროცესი, სადაც კონსულტაციებისთვის ვხვდებით ჩვენ და ის, რომ ეს კონსულტაციები გაუთავებლად გაგრძელდება, არა. ჩვენ დავდებთ კონკრეტულ ჩამონათვალს დღის წესრიგის და „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ კითხვას პასუხი უნდა გასცეს - აპირებს თუ არა ის, რომ მხარი დაუჭიროს ამ დღის წესრიგს და თუ არ აპირებს, მათ შორის თავის მომხრეებს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არ არის ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისსთვის კანდიდატის სტატუსი მიღება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.