მათი [ოპოზიცია] მხრიდან მანიპულაციური განცხადებები, უფრო მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის და არა ბოიკოტი „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ის, რომ ევროკომისიას სურდა სასამართლოსთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გატარება, ეს ჩაიწერა. პროკურატურასთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი გვაქვს. როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც აპელირებს, რომ 12 პუნქტიან გეგმაში ეს მოიაზრება, მათ სურთ, რომ ამ 12 პუნქტს დაამატონ კიდევ ერთი ახალი პუნქტი. მათი მხრიდან მანიპულაციური განცხადებები, უფრო მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის და არა ბოიკოტი „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.