ვერავითარი დასაბუთება ვერ იქნება მოყვანილი, რომ თითქოსდა, დოკუმენტი, რომლის შესასრულებლად ამჟამად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, წინასწარ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გულისხმობდა

ვერავითარი დასაბუთება ვერ იქნება მოყვანილი, რომ თითქოსდა, დოკუმენტი, რომლის შესასრულებლად ამჟამად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, წინასწარ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გულისხმობდა

ვერავითარი დასაბუთება, მყარი არგუმენტი ვერ იქნება მოყვანილი, რომ თითქოსდა, დოკუმენტი, რომლის შესასრულებლად ამჟამად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, წინასწარ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გულისხმობდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, ახლა ოპოზიციას არგუმენტაცია უჭირს, როდესაც საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ სულისკვეთება მოიცავდა, გინდა თუ არა, კონკრეტული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ამ გადაწყვეტილებების მიღებასა და ასე შემდეგ. რასაკვირველია, აქ ვერავითარი დასაბუთება ვერ იქნება, არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, დოკუმენტი, რომლის შესასრულებლად ამჟამად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, გულისხმობდა წინასწარ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და ასე შემდეგ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულება, რაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს, მეორე დღეა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა. ოპოზიციის ნაწილი კვლავ საარჩევნო ბარიერის დაწევასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი მათ განცხადებებს პროვოკაციად აფასებენ და „ქართული ოცნების“ მხრიდან მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.