„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სესია უნდა იყოს მოწვეული. მისი თქმით, ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია.
„ჩვენ უკვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ რიგგარეშე სესიის კონკრეტულ დღის წესრიგზე. ამ საკითხზე კონსულტაციები გვექნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მომავალ კვირას გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით, სადაც კონკრეტული საკითხები იქნება გაწერილი“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი.