პაატა მანჯგალაძე: საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და არა ევროკავშირს საქართველო, რომ ჩვენ ულტიმატუმით ველაპარაკოთ

პაატა მანჯგალაძე: საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და არა ევროკავშირს საქართველო, რომ ჩვენ ულტიმატუმით ველაპარაკოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც საარჩევნო ბარიერს ეხება.

„მან [ირაკლი კობახიძე] ევროკავშირს დაუყენა ულტიმატუმი, თუ გინდათ პირობები შევასრულოთ, ჯერ მოგვეცით კანდიდატის სტატუსიო, რაც აბსურდია. საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და არა ევროკავშირს საქართველო, რომ ჩვენ ულტიმატუმით ველაპარაკოთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, პარლამენტი მიიღებს კანონს, რომლითაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

amo შენ მაგას მაინც ვერ მიხვდები. სკოლაში მათემატიკაში რა ნიშანი გქონდა.
2 წლის უკან