ეს არ არის ერთი, ცალკე აღებული შემთხვევა, ეს არის მთელი ამ ნაცზონდერ მედიის საქმიანობის ხელწერა - მათ მედიაშიც გადაიტანეს ის სტილი, რითიც 9 წლის განმავლობაში მართავდნენ ამ ქვეყანას. დღეს მედიამენეჯერებად გვევლინებიან ის ადამიანები, ვინც წინა ხელსუფლების დროს დამნაშავეები იყვნენ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი ია-ს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ისინი 24/7-ზე, ყოველდღიურად აშანტაჟებენ ადამიანებს, ცილს სწამებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, აგინებენ, ავრცელებენ ტყუილ ამბებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული ასე ვთქვათ, დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარე მივიდნენ იმ ეტაპზე, რომ ადამიანებს აშანთაჟებენ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით და ამ ინფორმაციას ავრცელებენ ღიად. ამ პრობლემის წინაშე შესაძლოა იდგეს უამრავი ადამიანი“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
როგორც ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, „TV პირველმა“ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია და რესპონდენტს აშანტაჟებდა.