მე კონკრეტული დღის წესრიგით ვიყავი ამ შეხვედრაზე, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია კომპრომისები და ნაბიჯების გადადგმა ოპოზიციის მხარეს, რისი მთავარი ინდიკატორიც იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაინახავდა თუ არა „ქართული ოცნება“, კერძოდ სპიკერი იმის აუცილებლობას, რომ იმისთვის რომ ამ პროცესში ჩართული იყოს ოპოზიცია და პროცესი იყოს ინკლუზიური, აუცილებელია კონკრეტული კომპრომისები და ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციის მხარეს და ამის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის საკითხი, რომელიც ეხმიანება 12 პუნქტიდან ჩამონათვალში, როგორც საარჩევნო კოდექსს, ასევე დეპოლარიზაციის საკითხს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მე ვერ დავინახე, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ნაბიჯისთვის.