ანრი ოხანაშვილი: ევროკომისია ენდობა და ენდო ჩვენს გუნდს, ქართველ ხალხს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ ერთად შევძლებთ მუშაობას

ანრი ოხანაშვილი: ევროკომისია ენდობა და ენდო ჩვენს გუნდს, ქართველ ხალხს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ ერთად შევძლებთ მუშაობას

ევროკომისია ენდობა და ენდო ჩვენს გუნდს, ქართველ ხალხს, ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ერთად შევძლებთ მუშაობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ევროკომისია ენდო და რას ნიშნავს, ოპოზიცია უნდა გვენდოს თუ არა, უკაცრავად, მაგრამ მაგიდის აყირავების მსგავსი მიდგომაა, რაც ევროპული პერსპექტივისთვის ბოიკოტს ნიშნავს. თანამშრომლობაზე გადასვლა ყველამ უნდა შევძლოთ, ეს ვერ მოხდება, თუ ერთმანეთის მიმართ აგრესიული რიტორიკის რეჟიმში ვიქნებით“, - განაცხადა ოხანაშვილმა.