გრიგოლ ვაშაძე: ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე კითხვას ვსვამ, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც კატეგორიულ არას ვიღებ, ღმერთმა დაიფაროს, თუ იქნება, ლაპარაკს ვერავინ დამასწრებს

„როდესაც ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე საუბრობს საქართველოზე, რომ ჩვენს სახელმწიფოში ვითომ ირღვევა სანქციების რეჟიმი, პუტინთან დაახლოებული პირები გვყავს, ამავე დროს, აბრამოვიჩი მამა აბრამის ბატკანია და საქმე არ აქვს პუტინთან, რუსეთის ფედერაციასთან, ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია“, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას.

მისი შეფასებით, ამგვარი განცხადებები საქართველოსა და უკრაინის მოკავშირეობას არ შეეფერება.

„ჩვენს მოკავშირეებთან ყველა შეხვედრაზე (მათი სადაზვერვო შესაძლებლობები საზოგადოებას მშვენივრად მოეხსენება) ვსვამ ერთ შეკითხვას, სანქციების დარღვევის ფაქტი კი არა, მცდელობის ფაქტი თუ იყო, რაზეც ვიღებ კატეგორიულ არას. ღმერთმა დაიფაროს, როდესაც იქნება, ამაზე ლაპარაკს ვერავინ დამასწრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დემეტრე - არ ყოფილა ეს კაცი მთლად უსინდისო!
2 წლის უკან