ირაკლი კობახიძე: მე მივესალმებოდი, რომ სამი მდიდარი NGO პარტიად ჩამოყალიბდეს და მონაწილეობა მიიღონ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, კარგი იქნება, თუ ისინი საკუთარ ნდობას გადაამოწმებენ

ირაკლი კობახიძე: მე მივესალმებოდი, რომ სამი მდიდარი NGO პარტიად ჩამოყალიბდეს და მონაწილეობა მიიღონ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, კარგი იქნება, თუ ისინი საკუთარ ნდობას გადაამოწმებენ

თუ ეს სამი მდიდარი NGO ჩამოყალიბდება პარტიად და მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მერწმუნეთ, ისინი ერთად ამ არჩევნებში ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არის სამი ყველაზე მდიდარი NGO საქართველოში. ისინი დღემდე ისედაც დე-ფაქტო პოლიტიკური პარტია იყვნენ, თუმცა დე-პიურედ თუ გაფორმდებიან პოლიტიკურ პარტიად, ეს რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ეს მიუთითებს გამჭვირვალობაზე და ამ შემთხვევაში მათი დაფინანსებაც გამჭვირვალე გახდება, რადგან ამას პარტიების შესახებ კანონი ითვალისწინებს. ძალიან კარგი იქნება, თუ ისინი საკუთარ ნდობას გადაამოწმებენ. გახსოვთ, ახლახან გამოქვეყნდა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა, რომლის თანახმადაც NGO ნდობის თვალსაზრისით, ბოლო ადგილზე იყვნენ. თუ ეს სამი მდიდარი NGO ჩამოყალიბდება პარტიად და მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მერწმუნეთ, ისინი ერთად ამ არჩევნებში ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებენ. ეს კარგი იქნებოდა პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობისთვის. მე მაგალითად, მივესალმებოდი, რომ ეს სამი მდიდარი NGO ჩამოყალიბდეს პარტიად და მონაწილეობა მიიღონ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა კობახიძემ.

დემეტრე - სიმბოლურია :) მაგ "ასო"-ების გაერთიანების შემთხვევაში მხოლოდ პიურე თუ გამოვა:)))
2 წლის უკან