უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად დავით არახამია კვლავ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა და ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისთვის იბრძვის

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად დავით არახამია კვლავ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა და ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისთვის იბრძვის

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით არახამია კვლავ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ერევა, ზრუნავს რადიკალურ ოპოზიციაზე და ისევ იბრძვის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისთვის.

„კარგი ამბავი მაქვს, მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოესი სანქციების პაკეტში განიხილება სანქციების დაწესება საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. პირველ რიგში მინდა საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო: ქართველი ხალხი არ დაზარალდება. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია, არის პრობლემა, როგორ მოხდეს ამისგან გათავისუფლება ან მინიმიზაცია. ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ, პოლიტიკური სტრუქტურა, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები, ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს. საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან“, - აცხადებს არახამია.