ალექსანდრე რაქვიაშვილი: პოლარიზაცია მაშინ დასრულდება, როცა თანამშრომლობას ვისწავლით, კანონებზე ერთად ვიმუშავებთ და პუნქტებს შევასრულებთ - ამისთვის რა საჭიროა ცალკე კომისია? მაგრამ რადგან შეიქმნა, დიდი ინტერესით მივალ და დავაკვირდები

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, პოლარიზაციის დასრულების გზას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ერთად მუშაობაში, კანონპროექტებზე ერთობლივ მსჯელობაში ხედავს და არა - კომისიების შექმნაში.

„წარმოდგენა არ მაქვს, ამ შეხვედრაზე რას გავაკეთებთ. ძალიან მაინტერესებს, რას გავაკეთებთ, რადგან, ჩემი აზრით, პოლარიზაცია მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ თანამშრომლობას ვისწავლით, კანონებზე ერთად ვიმუშავებთ და დანარჩენ პუნქტებს შევასრულებთ. არ მესმის, ამისთვის რა საჭიროა ცალკე კომისია, მაგრამ რადგანაც ის შეიქმნა, დიდი ინტერესით მივალ და დავაკვირდები, რა მოხდება“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.

პარლამენტი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას იწყებს. პირველი შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება. საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში მონაწილეობის საკითხს განიხილავენ. მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილია.