ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ნაწილის ინტერესებში არასოდეს ყოფილა რეალური, ნორმალური დემოკრატიული პროცესი

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ნაწილის ინტერესებში არასოდეს ყოფილა რეალური, ნორმალური დემოკრატიული პროცესი

დღის მეორე ნახევარში დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. გარდა იმისა, რომ შალვა პაპუაშვილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას გაუწევს კოორდინაციას, ქვეყნის პირველი სპიკერი დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულებას თავად უხელმძღვანელებს. პაპუაშვილი, პოლიტიკური ჯგუფების გარდა, მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება, თუმცა რადიკალურ ოპოზიციაში ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, მივიდნენ თუ არა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.

„უნდა მოხდეს ყველა პოლიტიკური ფრაქციის, ჯგუფის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა. უკვე ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი ამას ნეგატიურად უდგება, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ინტერესებში არასოდეს ყოფილა რეალური, ნორმალური დემოკრატიული პროცესი და მათ შორის საპარლამენტო მუშაობა ყოფილიყო. ისინი ყოველთვის მოახერხებენ ნებისმიერი საბაბის გამოძებნას, რათა უარი განაცხადონ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე“, - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.