ლევან ბეჟაშვილი: შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა არაა არსებითი - საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი

ლევან ბეჟაშვილი: შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა არაა არსებითი - საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი

„ნაცმოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა არსებითი არაა და საპარლამენტო ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს.

„შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა არაა არსებითი - საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი დღის წესრიგი, რომელიც კორელაციაშია არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების 12-პუნქტიან გეგმასთან. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ საზოგადოებას აჩვენოს ძალისხმევა, რომ აქტიურ მოქმედებაზე გადავედით. სექტემბერს და ოქტომბერს კი არ ველოდებით, ივლისში და აგვისტოში პარლამენტი რიგგარეშე სესიის დღის წესრიგის უნდა მუშაობდეს“, - აცხადებს ბეჟაშვილი.