ლევან ბეჟაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სანქციების თემა უფრო და უფრო მოახლოვდება - მომენტუმი დგება, უნდა გააკეთონ არჩევანი: სანქცირება თუ საქართველოს ინტერესები

ლევან ბეჟაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სანქციების თემა უფრო და უფრო მოახლოვდება - მომენტუმი დგება, უნდა გააკეთონ არჩევანი: სანქცირება თუ საქართველოს ინტერესები

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, სანქციების თემა უფრო და უფრო მოახლოვდება - მათ უნდა გააკეთონ არჩევანი: სანქცირება თუ საქართველოს ინტერესები,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მაიკ მაკფოლის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჯგუფთან, რომელიც სანქციებზე მუშაობს, ოპოზიციაც ითანამშრომლებს.

"სანქციების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებულია, რომ იმ პირების, იმ სახელმწიფოების თანამდებობის პირთა სანქცირების საკითხი აუცილებლად იქნება განხილული, რომლებიც ჩართულები იქნებიან რუსეთის ფედერაციის დახმარებაში და ამ შემთხვევაში საქართველოც, მისი ხელისუფლების წყალობით, მოხვედრილია ამ ქვეყნების სიაში. შექმნილია საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც სანქციების საკითხზე იმუშავებს და ბუნებრივია, მათთან ჩვენც ვითანამშრომლებთ, რადგან ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ როგორ უწყობს ხელს "ქართული ოცნების" რიგითი თანამდებობის პირები და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი რუსეთისთვის სანქციების არიდებას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, სანქციების თემა უფრო და უფრო მოახლოვდება, საზოგადოებას აქვს ინფორმაცია ფაქტებზე, რომელიც გამოაშკარავებულია და კიდევ უახლოეს მომავალში გამოაშკარავდება, ამიტომ მომენტუმი საბოლოოდ დგება, მათ უნდა გააკეთონ არჩევანი - სანქცირება თუ საქართველოს ინტერესები", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირების განხილვას იწყებენ.

"ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, - აცხადებს მაიკლ მაკფოლი.

Aburjga Tasmanieli მეკობრეთა და ყაჩაღთა ნაძარცვით არის აშენებული და გამდიდრებული ჯერ ე.წ. დიდი ბრიტანეთი და შემდეგ აშშ! პირველი სანქცია იქნება პირველი მსხვილი ლურსმანი კოლექტიური დასავლეთის ფანერის კუბოში! რაც მეტს იაქტუურებენ სამადშვილები, ბეჟაშვილები და მაკ ფოლები მით უფრო მალე დაკრძალავს ქართველი ხალხი ამ ეშმაკის ნაშიერთა სიმბოლიურ კუბოს!
2 წლის უკან